რუსთავის საქალაქო სასამართლო
 მამუკა ახვლედიანი

მამუკა ახვლედიანი დაიბადა 1973 წლის 27 ივლისს ქ. ქუთაისში.
1994-1999 წლებში სწავლობდა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
1999 წელს მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტად.
2000-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე, თავდაპირველად საერთო განყოფილების ს/ს საქმეთა სასამართლო კოლეგიის კანცელარიის წამყვანი სპეციალისტის, ს/ს საქმეთა სასამართლო კოლეგიის სამდივნოს მთავარი სპეციალისტის, ს/ს საქმეთა სასამართლო კოლეგიის სამდივნოს უფროსის და ბოლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსის თანამდებობებზე.
2007 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს №1/133-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს №1/145-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 14 სექტემბრის №1/181-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.


ნატა თედეშვილი

ნატა თედეშვილი დაიბადა 1966 წლის 7 იანვარს, ქარელის რაიონში.
1982 წელს დაამთავრა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის საშუალო სკოლა.
1985 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი საქმის წარმოების ორგანიზაციის პეციალობით.
1992 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დაუსწრებელი განყოფილება სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1988-1994 წლებში მუშაობდა რუსთავის სასამართლოს სხდომის მდივნად.
1994 წლიდან მუშაობს საქართველოს პრეზიდიუმის რუსთავის ადვოკატურის ადვოკატად.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 სექტემბრის №946 განკარგულებით დაეკისრა ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 აპრილის №135 ბრძანებულებით დაინიშნა ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2003 წლის 26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის №285 ბრძანებულებით გათავისუფლდა ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლეობიდან.
2003 წლის 26 ივნისის საქართველოს პრეზიდენტის №286 ბრძანებულებით დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2005 წლის 7 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის №833 განკარგულებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე დაეკისრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


ლარისა ლიპარტელიანი

ლარისა ლიპარტელიანი დაიბადა 1973 წლის 30 სექტემბერ ლენტეხის რაიონში.
1990 წელს დაამთავრა ლენტეხის საშუალო სკოლა.
1991-1995 წლებში სწავლობდა პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში სამართალმცოდნისა და ეკონომისტის სპეციალობაზე.
1996 წლის 14 ივნისს მიიღეს საქართველოს ადვოკატთა კოლეგიაში სტაჟიორად.
1996 წლის 27 დეკემბერს, სტაჟირების გავლის შემდეგ მიიღეს საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრად და მუშაობდა მცხეთის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
2005 წლის მარტიდან არის რეგისტრირებული კავშირი ,,საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის” წევრი, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2003 წლის 8 ნოემბერს ჩააბარა ადვოკატთა საერთო ტესტირება.
2004 წლის 7 მარტს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაცია).
2005 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის №791 ბრძანებულებით დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
ჰყავს მშობლები და სამი და

ეკატერინე პართენიშვილი

ეკატერინე პართენიშვილი დაიბადა 1975 წლის 29 იანვარს ქ. თელავში.
1981-1990 წლებში სწავლობდა ქ. რუსთავის №16 საშუალო სკოლაში.
1991-1992 წლებში სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებო კოლეჯის ჰუმანიტარულ განყოფილებაზე.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი.
2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მომხმარებელთა კავშირში იურიდიული ცენტრის კონსულტანტად.
2001-2002 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. შემდგომ მუშაობდა შპს `სამართალში~ იურისტად.
2002 წლიდან მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სპეციალისტის თანამდებობაზე.
2004 წლიდან მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწისა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წლის 20 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის №140 ბრძანებულებით დაინიშნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ჰყავს მეუღლე და შვილი.


თეა ხამხაძე

თეა ხამხაძე დაიბადა 1977 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში.
1994 წელს დაამთავრა მცხეთის №2 საშუალო სკოლა.
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999-2000 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მიწის მართვის სამმართველოში იურისტად.
2001-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში ჯერ სხდომის მდივნად, შემდეგ - მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2006 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტად.
2006 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2007 წლიდან მივლინებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
ამჟამად მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში.
ჰყავს მეუღლე.


ლაშა ჩხიკვაძე

ლაშა ჩხიკვაძე ლაშა ჩხიკვაძე დაიბადა 1974 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში.
1992-1997 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე.
1998-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ასპირანტი, დოქტორანტი;
1998 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში სამხედრო თარჯიმნად.
2001-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო-შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამართლებრივი სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მთავარ სპეციალისტად, სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროს ინსპექტორად, მთავარ ინსპექტორად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მრჩეველად სპეციალურ საკითხებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად.
2006 წლიდან 2007 წლის 2 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მრჩეველის თანამდებობაზე.
2007 წლის 2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის №226 ბრძანებულებით დაინიშნა მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 4 აპრილის №1/56-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
სასამართლო
.მოსამართლეები
.პერსონალი
.შეკითხვები
მიმდინარე საქმეები
.სისხლის სამართლის საქმეები
.ადმინისტრაციული სამართლის საქმეები
.სამოქალაქო სამართლის საქმეები
გადმოწერა
.სასარჩელო ფორმები
.ქართული ფონტები
გამოკითხვა
  .
მოგწონთ თუ არა რუსთავის საქალაქო სასამათლოს საიტი.
.
კარგია.

საშუალოდ

არ ვარგა.

.
.
გამოკითხვის შედეგები
.
ვიზიტორები: 8008
აქტიური: 2
დღეს: 112
გუშინ: 122
ჯამში: 8008
დღის რეკორდი: 171
გაიხსნა: 22.02.2008
უზენაესი სასამართლო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლო
საქართველოს პარლამენტი
.
© რუსთავის სასამართლო. მის: რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. 6 ტელ: (8-24) 19-43-42