რუსთავის საქალაქო სასამართლო
დარბაზიდან გათავისუფლებული არასრულწლოვნები

დარბაზიდან გათავისუფლებული არასრულწლოვნები



2009 წლის 19 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან 2 არასრულწლოვანი გაათავისუფლა, 14 და 17 წლის მოზარდებს, ალექსი ჯ.-ს და ალექსანდრე ე.-ს ბრალად ქურდობის ჩადენა ედებოდათ. საქმე ერთი შეხედვით, არაფრით გამოირჩევა ამ ასაკის არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულისგან: ბიჭები ერთმანეთს შეხვდნენ, წინასწარ შეგულებული სახელოსნო დაათვალიერეს და ქურდობის გეგმაც დაისახეს. ერთი შეხედვით ბანალური სქემაა და ქურდობა, ანუ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაც საცავში უკანონოდ შეღწევის გზით, სახეზეა. თუმცა, ამ ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ საქმესაც აქვს საინტერესო დეტალი, რომელიც პირველ რიგში, მოსამართლის თვალთახედვის არეშიE ხვდება და მართლმსაჯულების აღსრულების დროს მას მოსამართლები ყოველთვის ითვალისწინებენ.
როგორც საქმის მასალებიდან გაირკვა, სარდაფი, სადაც ქურდობის ფაქტი მოხდა, ბრალდებული არასრულწლოვნებისთვის ნაცნობი ადგილი ყოფილა.
სასამართლოში წარმოდგენილი საბრალდებო დასკვნის თანახმად, დანაშაული 2009 წლის 4 სექტემბერს ქ. რუსთავში მოხდა. არასრულწლოვნები დილის 7 საათზე შპს `ერთობის~ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და წინასწარი შეთანხმებით, ინდ.მეწარმე გელა შუბითიძის სახელოსნოში შეღწევა სცადეს. მათ შეამტვრიეს ფანჯრის მინა და იქვე, ფანჯარასთან ახლოს მდებარე 80 ლარის ღირებულების მაცივრის ძრავ-კომპესატორი მოიპარეს.
არასრულწლოვნების დაკავება მალევე მოხდა, ქალაქის ქუჩებში დილაადრიან მათი მოძრაობა პოლიციას საეჭვოდ მოეჩვენა და ისინი დააკავა, პოლიციას გაჩხრეკაც არ დასჭირვებია, რადგან ალექსანდრე ჯ-ს მოპარული ძრავი ხელში ეჭირა.
ძველი ანდაზა `აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდიაო~ თანამედროვე კოდექსშიც შესაბამისად არის ასახული და ქურდობა, მაცივრის იქნება თუ მაცივრის ძრავის მაინც ქურდობაა, და თანაც სხვის საცავში ფარული შეღწევა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკვე ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ფორმაა და იგი კიდევ უფრო ამძიმებს ჩადენილ დანაშაულს.
პროკურორმაც ბრალდებას მხარი დაუჭირა და ორივე არასრულწლოვნისთვის 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, რაც საბოლოოდ, კანონით, არასრულწლოვნებისთვის დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით, შემცირდა 3 წლამდე.
`განსასჯელები არიან არასრულწლოვნები, სწავლობენ სკოლაში, გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ დანაშაულს, ხასიათდებიან დადებითად~_ ეს ის შემამსუბუქებელი გარემოებებია, რომელიც მოსამართლემ საქმის განხილვისა და განაჩენის გამოტანის დროს გაითვალისწინა, თუმცა იყო კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც მოსამართლეს ასევე ყურადღების მიღმა არ დარჩენია და რამაც ასევე გარკვეული როლი ითამაშა განაჩენის დადგენის დროს.
მოსამართლები, რომლებიც არასრულწლოვნების საქმეებს იხილავენ სპეციალურ კურსს გადიან ფსიქოლოგიაში და მათ მეტ-ნაკლებად წარმოდგენა აქვთ იმ ასაკობრივი ცვლილებების შესახებ, რამაც არასრულწლოვანს შეიძლება დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგოს.
საქმის განხილვის დროს კი გაირკვა, რომ აღნიშნული სარდაფი დაკავებული არასრულწლოვანებისთვის კარგად ნაცნობი ადგილი ყოფილა, ქურდობამდე რამდენიმე დღით ადრე განსასჯელმა ალექსანდე ჯ-მ ამ სარდაფში განთავსებულ სახელოსნოში შესაკეთებლად სათამაშო კომპიუტერი მიიტანა და მისი შესაკეთებელი თანხა_ 29 ლარი პატიოსნად გადაიხადა, თუმცა, სახლში რომ მიიტანა უკვე გაკეთებული კომპიუტერი აღმოჩნდა, რომ იგი საერთოდ აღარ მუშაობდა და უკვე ის ნაწილებიც ჰქონდა დაზიანებული, რომელიც ადრე ვარგისი იყო. ამის გამო მას სახელოსნოს მეპატრონესთან უსიამოვნო საუბარიც ჰქონდა. აღნიშნული ვერსიის სიმართლე თავად სახელოსნოს მეპატრონემაც დაადასტურა.
ეს დეტალი სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად მოსამართლეს ყურადღების მიღმა არ დარჩენია და მოზარდის მიერ ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ კომპიუტერის გაფუჭების გამო გულში ჩადებული წყენა ჩათვალა.
ყველა გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ ორივე არასრულწლოვანს პირობითი მსჯავრი დაუნიშნა და ორივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
 

სასამართლო
.მოსამართლეები
.პერსონალი
.შეკითხვები
მიმდინარე საქმეები
.სისხლის სამართლის საქმეები
.ადმინისტრაციული სამართლის საქმეები
.სამოქალაქო სამართლის საქმეები
გადმოწერა
.სასარჩელო ფორმები
.ქართული ფონტები
გამოკითხვა
  .
მოგწონთ თუ არა რუსთავის საქალაქო სასამათლოს საიტი.
.
კარგია.

საშუალოდ

არ ვარგა.

.
.
გამოკითხვის შედეგები
.
ვიზიტორები: 8005
აქტიური: 2
დღეს: 109
გუშინ: 122
ჯამში: 8005
დღის რეკორდი: 171
გაიხსნა: 22.02.2008
უზენაესი სასამართლო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლო
საქართველოს პარლამენტი
.
© რუსთავის სასამართლო. მის: რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. 6 ტელ: (8-24) 19-43-42